დღის განრიგი
ძირითადი საგაკვეთილო პროცესი გრძელდება:
09:00 – 16:00 საათამდე (I-XII კლ.),
გახანგრძლივებული დღე – 17:30-მდე(I-VI);
14:25 – 15:10 საათამდე (VII- XII კლ.).
I-VI კლასის მოსწავლეების კვების საათები:
საუზმე – 11:55- 12:10 სთ;
სადილი – 14:00 -15:30სთ.
მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებისათვის:
საუზმე – 11:00სთ;
სადილი – 14:00 – 14:30სთ;
სამხარი – 15:30 – 16:30სთ.
მოსწავლეებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემუშავებულია შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. პარასკევი დღე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება. ორშაბათის დავალებებს მოსწავლეები შინ ამზადებენ.
VII-XII კლასების მოსწავლეებს საჭიროებისამებრ ენიშნებათ საკონსულტაციო საათები სხვადასხვა საგნებში.
გახანგრძლივებული დღის განმავლობაში (I-VIკლ.) მოსწავლეები აღმზრდელების მეთვალყურეობით მეცადინეობენ, მიირთმევენ, ისვენებენ, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მუშაობენ სხვადასხვა საგნების პედაგოგებთან, მონაწილეობენ სტუდიების მუშაობაში: აკადემიური მუსიკა (გუნდი), ხალხური სიმღერა (ვაჟთა გუნდი), ქართული ნაციონალური და სახასიათო ცეკვები, ჭადრაკი, კრეატიული დიზაინი.
მოსწავლეებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემუშავებულია შემეცნებით-აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
პარასკევი დღე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება. ორშაბათის დავალებებს მოსწავლეები შინ ამზადებენ.