მოსამზადებელი ჯგუფი
მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა სახელწოდებით „ჩვენ ვემზადებით სკოლისათვის“ განსაზღვრულია სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან პედაგოგების, მშობლებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობისთვის.
იგი ეხმარება პატარებს სკოლისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და აუცილებელი ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ უადვილებს მათ სკოლის გარემოსთან შეგუებას, სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნას.
სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოთა კომპლექსი ხელს უწყობს ბავშვის მოტორული და ფსიქიკური ფუნქციების (მეტყველება, აზროვნება ყურადღება, მეხსიერება, აღქმა) განვითარებას. აღზრდა-განვითარების პროცესში პროგრამა „ჩვენ ვემზადებით სკოლისათვის“ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ამ კოპმონენტზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამა ეხმარება პედაგოგებს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მეთოდებით მუშაობაში.