მარი ბროსეს ქართულ - ფრანგული სკოლის პრიორიტეტები
„მარი ბროსეს სკოლა“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთი სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ევროპული განათლება საქართველოში და ორი ქვეყნის (საქართველოსა და საფრანგეთის) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი), რომელსაც სკოლა საფრანგეთიდან მოწვეული პედაგოგების, სხვადასხვა სასკოლო საგნის ფრანგულ ენაზე შესწავლისა (მათ შორის დისტაციური სწავლებით) და მოსწავლეების საფრანგეთში სტაჟირების პროგრამით ახერხებს.
სკოლის პრიორიტეტებია:
- კომფორტული, მყუდრო, დაცული გარემო და სასწავლო პროცესს მორგებული ინფრასტრუქტურა;
- კვალიფიციური, კეთილგანწყობილი მასწავლებლები, აღმზრდელები და მომსახურე პერსონალი;
- როგორც უცხოელი(ფრანგი), ასევე საფრანგეთში გადამზადებული ქართველ პედაგოგთა გუნდი;
- სწავლება ევროპული თანამედროვე მეთოდებით;
- მცირერიცხოვანი ჯგუფები;
- უცხო ენებისა და მათემატკის გაღრმავებული სწავლება;
- გახანგრძლივებული დღის რეჟიმი (09:00 -17:30სთ) და ორჯერადი კვება;
- ესთეტიკური აღზრდის პროგრამა და შემოქმედებითი სტუდიები;
- სწავლება, როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის ეროვნული სასწავლო გეგმით;
- საგნების ისწავლება როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენაზე;
- სწავლობ ერთ სკოლაში და იღებ ორი ქვეყნის დიპლომს;
- საქართველოში სწავლობ და იღებ ანალოგიურ დიპლომს, როგორსაც იღებენ შენი თანატოლები საფრანგეთში;
- იღებ საქართველოში ზოგადსაგანმანათლებო სკოლის კურსდამთავრებულის ატესტატს;
- მეცხრე კლასში ერთი თვე სწავლობ საფრანგეთის კოლეჯში;
- მეთერთმეტე კლასში სამი თვე სწავლობ საფრანგეთის ლიცეუმში;
- მეტერთმეტე და მეთორმეტე კლასების ბოლოს აბარებ ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდებს საფრანგეთის ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ’’ ბაკალავრეატის“ დიპლომზე;
ბაკალავრეატი საერთაშორისო დიპლომია და მის მფლობელს შეუძლია გამოცდების გარეშე ისწავლოს ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში.