სააღდგომო საქველმოქმედო აქცია
“მარი ბროსეს სკოლის” დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის!
დირექციის მიერ თითოეული კლასისთვის წინასწარ გამოყოფილი საწყისი თანხის – 100 ლარის – ჯამურად 2 800 ლარის გარდა, ბაზრობიდან შემოსულია 5 451 ლარი და 50 თეთრი, რომლის დანიშნულებასაც თავად ბავშვები განსაზღვრავენ მშობლებთან და კლასის დამრიგებლებთან ერთად.
გვჯერა, რომ ასეთი სახის აქციები ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას!