სოციალური პროექტები
მოსწავლეებისთვის სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, სკოლაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სოციალური პროექტები საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოგარემოს დაცვა, გარემოსთან ადაპტაცია, ტოლეირანტობა და ქველმოქმედება. შშმ პირებთან ერთობლივი საქველმოქმედო აქციები, კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, სპექტაკლები, საშობაო და სააღდგომო ბაზრობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.