ხშირად დასმული კითხვები


რა ენაზე მიმდინარეობს სკოლაში სწავლება?

 საგნების სწავლება მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენაზე;

სავალდებულოა თუ არა მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმის ტარება?

I-IX კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა ფორმის ტარება.

როგორ ხდება მოსწავლეთა მიღება „მარი ბროსეს სკოლაში” და რა საბუთებია საჭირო მოსწავლის ჩასარიცხად?

იხ. მოსწავლეთა მიღების წესები.

რას ნიშნავს სლოგანი: „ორი დიპლომი ერთ სივრცეში“?

ეს ნიშნავს, რომ სწავლობ საქართველოში და იღებ ანალოგიურ დიპლომს, როგორსაც იღებენ შენი თანატოლები საფრანგეთში.  ამისთვის მეცხრე კლასში დამატებით ერთი თვე სწავლობ საფრანგეთის კოლეჯში, მეთერთმეტე კლასში სამი თვე სწავლობ საფრანგეთის ლიცეუმში, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების ბოლოს აბარებ ლიცეუმის გამოსაშვებ გამოცდებს საფრანგეთის ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ’’ ბაკალავრეატის“ დიპლომზე;

* ბაკალავრეატი საერთაშორისო დიპლომია და მის მფლობელს შეუძლია გამოცდების გარეშე ისწავლოს ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში.

როგორ იღებს მშობელი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ?

მშობელს აქვს საშუალება, მიიღოს ყოველდღიური ინფორმაცია ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით. პერიოდულად, ასევე ტარდება საინფორმაციო სახის შეხვედრები მშობლებთან და  საჭიროების შემთხვევაში ეწყობა ინდივიდუალური შეხვედრა, როგორც კლასის დამრიგებელთან, ისე საგნების მასწავლებლებთან.

რამდენად დაცულია სკოლაში მოსწავლის უსაფრთხოება?

„რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის“ შენობის ყველა შემოსასვლელი  კონტროლდება  ვიდეო-თვალისა  და დაცვის თანამშრომლების მიერ.

როგორია სკოლის კურსდამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სტატისტიკა?

„მარი ბროსეს სკოლის” უკლებლივ ყველა კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი საქართველოსა თუ უცხოეთის სასწავლებლებში, უმრავლეს შემთხვევაში მაღალი რეიტინგით და გრანტით.

რა ღირს სწავლა „მარი ბროსეს სკოლაში”-ში, როგორია გადახდის წესი?

2022-23 სასწ. წელს სწავლის საფასური „მარი ბროსეს სკოლაში” 6000 ლარია, რომლის გადახდა გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ხდება  წინსწრებით ორჯერადად ან ოთხჯერადად.

 

 

ჩვენ შესახებ

მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მიზანია, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved