“საახალწლო ბაზრობა”
„ანი-Zet-სა“ და „მარი ბროსეში“ გაიმართა ტრადიციული აქცია – “საახალწლო ბაზრობა”, რომელიც ყოველწლიურად მთელ სკოლას აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ჩვენი მოსწვალეების, მასწავლებლების და მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ნამცხვრები და სხვა ტკბილეული. შემოსული თანხა, მოსწავლეებისა და მშობლების გადაწყვეტილებით, სოც. დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება. დიდი მადლობა ყველას ვინც გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში!





