საქველმოქმედო როკ კონცერტი — „მუსიკა მხარდაჭერისთვის“
“ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ჩატარდა საქველმოქმედო როკ კონცერტი — „მუსიკა მხარდაჭერისთვის“, რომელიც მართლაც განსაკუთრებული და ემოციურად დატვირთული ღონისძიება გამოვიდა
სცენაზე გაერთიანდა ენერგია, მუსიკა და კეთილი მიზანი. ბენდებმა Will Kolak, On The Road და ორგანიზატორმა ჯგუფმა droebiTi (Droebiti) დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს.
კონცერტმა არაერთი გულშემატკივარი გააერთიანა და ყველაზე მთავარი — შევძელით საქველმოქმედო თანხის შეგროვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკას შეუძლია მხარდაჭერა, თანადგომა და რეალური ცვლილებები.
ეს იყო დაუვიწყარი საღამო, სადაც როკი და სიკეთე ერთ სივრცეში შეხვდა ერთმანეთს.





