საქველმოქმედო როკ კონცერტი – „მუსიკა მხარდაჭერისთვის“

საქველმოქმედო როკ კონცერტი — „მუსიკა მხარდაჭერისთვის“ “ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ჩატარდა საქველმოქმედო როკ კონცერტი — „მუსიკა მხარდაჭერისთვის“, რომელიც მართლაც განსაკუთრებული და ემოციურად დატვირთული ღონისძიება გამოვიდა სცენაზე გაერთიანდა ენერგია, მუსიკა და კეთილი მიზანი. ბენდებმა Will Kolak, On The Road და ორგანიზატორმა ჯგუფმა droebiTi (Droebiti) დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნეს.კონცერტმა არაერთი გულშემატკივარი გააერთიანა და ყველაზე მთავარი — შევძელით საქველმოქმედო თანხის შეგროვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუსიკას შეუძლია მხარდაჭერა, თანადგომა და რეალური ცვლილებები.ეს იყო დაუვიწყარი საღამო, სადაც როკი და სიკეთე ერთ სივრცეში შეხვდა ერთმანეთს.

“საახალწლო ბაზრობა”

“საახალწლო ბაზრობა” „ანი-Zet-სა“ და „მარი ბროსეში“ გაიმართა ტრადიციული აქცია – “საახალწლო ბაზრობა”, რომელიც ყოველწლიურად მთელ სკოლას აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ჩვენი მოსწვალეების, მასწავლებლების და მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ნამცხვრები და სხვა ტკბილეული.  შემოსული თანხა, მოსწავლეებისა და მშობლების გადაწყვეტილებით, სოც. დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება. დიდი მადლობა ყველას ვინც გვესტუმრა და მონაწილეობა მიიღო საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში! Screenshot Screenshot Screenshot

„ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი

„ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ „ცოდნის კომპასის“ ზამთრის სუპერფინალი, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროგრამის გუნდები – “მოძღვარი”, “ანი-Zet” და “მარი ბროსე”.პირველი ადგილი დაიკავა ანი-ცეტის გუნდმა:სანდრო წიკლაური,ნიკოლოზ კუპატაძე,თორნიკე გულიაშვილი,მალხაზ სოლომნიშვილი.მადლობა თითოეულ მონაწილეს პროექტში ჩართულობისთვის.„ცოდნის კომპასი“ ისევ დაბრუნდება

“ისწავლე ფრანგული თამაშით”

“ისწავლე ფრანგული თამაშით” ანი-Zet-სა” და “მარი ბრისეში”, ხუთშაბათს, 4 დეკემბერს გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით “ისწავლე ფრანგული თამაშით”. მონაწილეობდა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები.ეს იყო ფრანგულის გამოცანებში შეჯიბრება.მოსწავლეებმა ხალისით და დიდი მონდომებით მიიღეს მონაწილეობა

“ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ჩატარდა ჩვენი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის “ცოდნის კომპასის” შესარჩევი ტური

📚“ანი-Zet-სა” და “მარი ბროსეში” ჩატარდა ჩვენი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის “ცოდნის კომპასის” შესარჩევი ტური გამარჯვებული გუნდის წევრები:ანასტასია ჩოგოვაძეელენე უჯმაჯურიძექეთი ფანცულაიანინო სოლომნიშვილისუპერფინალში ასევე გადავიდნენ:კირა ცინცაძეკატო კეცხოველიმარიამ ზირაქაშვილი.ანდრია ჩადუნელიელენე კაკულიანია თურმანიძე.მარიამ შალიკიანიელენე ჭაბუკიანილევან ხმალაძეუჩა ჯაფარიძემადლობა ყველა მონაწილეს პროექტში ჩართვისთვის. შევხვდებით სუპერფინალში.

“მარი ბროსეს” პირველკლასელებისთვის პირველი ზარი დაირეკა!

“მარი ბროსეს” პირველკლასელებისთვის პირველი ზარი დაირეკა! ვულოცავთ ჩვენს პატარებს სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის, ასოციაცია AGIR-abcd-ისა და სკოლა „მარი ბროსეს“ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, რუფიდა ტარუშკინა, გაემგზავრა ქალაქ ნანტში, სადაც იგი ფრანგ თანატოლებთან ერთად,ერთი თვის განმავლობაში ისწავლის კოლეჯ „შანტენე“-ში

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის, ასოციაცია AGIR-abcd-ისა და სკოლა „მარი ბროსეს“ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, რუფიდა ტარუშკინა, გაემგზავრა ქალაქ ნანტში, სადაც იგი ფრანგ თანატოლებთან ერთად,ერთი თვის განმავლობაში ისწავლის კოლეჯ „შანტენე“-ში. უფიდას ვუსურვებთ წარმატებულ სტაჟირებას და გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ფრანგ მეგობრებს – ქალბატონ კატრინ ფუკოს, ქალბატონ მარი დუკლოს და ბატონ ფილიპ ბროს – პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის.

მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო, მრავალმხრივი და სიღრმისეულად გააზრებული მოხსენებები.

მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო, მრავალმხრივი და სიღრმისეულად გააზრებული მოხსენებები. გამოიკვლიეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, დაამუშავეს სტატიები, მეცნიერთა მოსაზრებები, გაავლეს პარალელები და თავიანთ ნაშრომებს დაურთეს საკუთარი მოსაზრებები. მე-12 საუკუნის საქართველო და „ვეფხისტყაოსანი“—ანა კობერიძე მსოფლიო ცივილიზაციის პროცესი და “ვეფხისტყაოსანი”-ტასო ცინცაძე “ვეფხისტყაოსნის” სიყვარული – ახალი ფილოსოფიური კონცეფცია -ანასტასია სოზიაშვილი  შუასაუკუნეობრივი და რენესანსული „ვეფხისტყაოსანში“- ელენე ლებანიძე ფემინიზმი „ვეფხისტყაოსანში“-მაშო კალანდაძე არისტოტელე და რუსთაველი-ეკა მელაძე რუსთაველი, დანტე, პეტრარკა-(სიყვარულის გადააზრება შუასაუკუნეებიდან რენესანსამდე)-სოფო გერმანიშვილი  ლანსელოტი და ავთანდილი- ბარბარე სოზიაშვილი

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.ფინალში 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.ნახევარფინალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა, მადლობა ახალგაზრდებს მონდომებისთვის და ასეთი კარგი თამაშისთვის.

ჩვენ შესახებ

მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მიზანია, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

მნიშვნელოვანი ბმულები

კონტაქტი

სოციალური ქსელები

© Copyright 2022 | All Rights Reserved