წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი.

წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი.   18 ოქტომბერს, რ. შუმანის სახ. სასწავლებელში გაიმართა პროგრამების – „ანი- Zet – ისა” და „მარი ბროსეს“ – წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი. მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გასული წლების კურსდამთავრებულები, რომელთაც სკოლა მედალზე დაამთავრეს და ამჟამად წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა თუ უცხოეთში, ასევე ენების – ინგლისური, გერმანული, ჩინური, – საერთაშორისო გამოცდებზე წარმატება მიღწეული და სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოსწავლეები.გასული წლის „საუკეთესო კლასის“ ნომინაციაში გამარჯვებულ კლასსა და მათ დამრიგებელს გადაეცათ საპატიო პრიზი.

სკოლა “მარი ბროსეს” მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ლიზი შეროზია, 3-თვიან სტაჟირებაზე საფრანგეთში.

სკოლა “მარი ბროსეს” მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ლიზი შეროზია, იმყოფება 3-თვიან სტაჟირებაზე საფრანგეთის ქალაქ ნანტის ლიცეუმ “ბურდონიერში”. სკოლა “მარი ბროსეს” მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ლიზი შეროზია, იმყოფება 3-თვიან სტაჟირებაზე საფრანგეთის ქალაქ ნანტის ლიცეუმ “ბურდონიერში”. სკოლის დირექციისა და მასწავლებლების სახელით მადლობას ვუხდით პროექტის განხორციელებაში გაწეული წვლილისთვის ქალაქ ნანტის მერიას, ჩვენი სკოლის პარტნიორ ორგანიზაციას “Agir ABCD”, პირადად ბატონ მიშელ ბროსსა და მის კოლეგებს, ასევე ლიცეუმ “ბურდონიერის” ხელმძღვანელობას.ლიზას კი ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან სასწავლო წელს, რომელიც მას ბაკალავრიატის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოამზადებს.